შალვა პაპუაშვილი - განათლების რეფორმას ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ

განათლების კონცეფციას, რომელიც დღეს იქნა გასაჯაროებული, აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა - ზუსტად ეს არის განათლების რეფორმა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხალხის მანდატით ატარებს.

„ზუსტად ამას დავპირდით ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ განათლების რეფორმა იქნებოდა პრიორიტეტი და ზუსტად ამას დაუჭირა მხარი ჩვენმა ამომრჩეველმა. უმაღლესი განათლება, ზოგადი განათლება, ყველა ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსურად და პარალელურად მოხდეს ამ მიმართულებების რეფორმა, იმიტომ, რომ ერთმანეთი უნდა შეავსონ და ერთმანეთის გაგრძელებაა. ასე რომ, კონცეფციას, რომელიც დღეს იქნა გასაჯაროებული, აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა. მთავარი მაინც ყოველთვის არის შინაარსი და ზუსტად ეს კომპლექსური შინაარსობრივი მიდგომა იქნა წარმოდგენილი, როგორც სახელმძღვანელოების მიმართ, ისე განათლების მიღების ხანგრძლივობის მიმართ, ისე სასკოლო დისციპლინის მიმართ, სკოლაში მოსწავლეების ყურადღებისა და სწავლაზე კონცენტრირების საკითხებზე. ასე რომ, ზუსტად ეს არის განათლების რეფორმა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთით ვასრულებთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის