ქეთევან თურაზაშვილი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთათვის ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც შესაბამისია

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთათვის, უკვე ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინიც, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც შესაბამისია, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თურაზაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კომენტარებს, „ლელოდან“ ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.

ასევე, თურაზაშვილი აღნიშნავს, რომ შალვა პაპუაშვილი სრული არაკომპეტენტურობით სვამს კითხვას, ალეკო ელისაშვილის "ძლიერი საქართველო - ლელოდან" გარიცხვის შესახებ.

„არალეგიტიმური პარლამენტის არაკომპეტენტური თავმჯდომარის კითხვასთან დაკავშირებით ორ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას: პირველი ეს გახლავთ სამართლებრივი და მეორე - ფორმალური. შალვა პაპუაშვილი სრული არაკომპეტენტურობით სვამს კითხვას, ალეკო ელისაშვილის "ძლიერი საქართველო - ლელოდან" გარიცხვის შესახებ. ელისაშვილი არ არის აღნიშნული პარტიის წევრი, ის თავად საკუთარი პარტიის, “მოქალაქეების” თავმჯდომარეა და შესაბამისად, “ძლიერი საქართველო-ლელოდან” მისი გარიცხვის საკითხი ვერ დადგება.

რაც შეეხება მეორე, მორალურ ფაქტორს. ამ შემთხვევაშიც, შალვა პაპუაშვილი ისევე, როგორც მისი თანაგუნდელები სრულად დაცლილი არიან ადამიანური მორალიდან, მათ არც მეგობრობა შეუძლიათ, არც თანადგომა და არც თანაგუნდელობა. ამას მოწმობს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, რიჟვაძის და გახარიას შემთხვევები. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთათვის, უკვე ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინიც, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც შესაბამისია“, - წერს თურაზაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა