იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე - უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს შორის საუბარი ძალიან სასარგებლო, კონსტრუქციული და ინფორმაციული იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, განიხილეს უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო წინადადებების არსი, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრამ უკრაინის კრიზისის შემდგომი მოგვარების გზების განხილვის შესაძლებლობა შექმნა, ასევე მხარეები შეთანხმდნენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ დელეგაციას აცნობა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, დაეთანხმოს აშშ-ის გეგმის გარკვეულ ნაწილს, თუმცა გარკვეული ნაწილი რუსული მხარის კრიტიკას იწვევს.

„კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტას ვერ ხედავს.

„ჩვენ კონკრეტულად განვიხილეთ ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის გადაწყვეტას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვმა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 27-პუნქტიანი გეგმის გარდა კიდევ ოთხი დოკუმენტი მიიღო.

„არსებობდა 27 პუნქტიანი დოკუმენტი; ის გადმოგვცეს და, ბუნებრივია, განვიხილეთ. თუმცა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან რაიმე დისკუსიის ფორმულირებაზე არ გვიმუშავია. შემდეგ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მივიღეთ, ოთხი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ასევე განიხილეს ჩვენი პრეზიდენტის უიტკოფსა კუშნერთან შეხვედრაზე“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი