მიხეილ ყაველაშვილი - 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება - ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ

თუ საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60% - „ქართული ოცნებას“, გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართულ ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის? - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ყველა მნიშვნელოვან შეკრებაზე, ევროკავშირის დროშები უხვად იყო წარმოდგენილი და ეს წლების განმავლობაში მუდმივად ასე ხდებოდა.

„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მხარდაჭერა დღეს უფრო ნაკლებია. დავფიქრდეთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 60 პროცენტი - „ქართულ ოცნებას“, რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად მხარს უჭერს როგორც ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე „ქართული ოცნებას“. მაშინ, რა განსხვავებაა ამ ორ ფაქტს შორის?“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, „თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება“.

„საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან. ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა. ეს აბსურდია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.

ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო