შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაი“ ეხმიანება 2025 წლის 23 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულას სატელევიზიო გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ შესახებ მომზადებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ დისკრედიტაციას.
სიუჟეტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების და მოწვეული რესპოდენტის მიერ გაჟღერდა შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაის“ მიმართ ცრუ ბრალდება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
შპს ,,ავიაკომპანია ჯეო სქაი“ დაარსდა 2017 წელს, საქართველოში, მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები, ის არის სანდო პარტნიორი, რომელიც აკავშირებს ევროპას, აზიას და მის ფარგლებს გარეთ მდებარე რეგიონებს და უზრუნველყოფს უწყვეტ და უსაფრთხო სატვირთო საჰაერო გადაზიდვებს. დაუშვებელია მედიასაშუალებების მხრიდან ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც, ავიაკომპანიას წარმოაჩენს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად, რაც ლახავს ავიაკომპანიის საქმიან რეპუტაციას პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე და არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმიდან გამომდინარე, სწორედ ტელეკომპანია არის ვალდებული დაასაბუთოს ინფორმაციის უტყუარობა ან მიუთითოს წყარო იმგვარად, რომ საზოგადოებისათვის ნათელი გახდეს, რომ გავრცელებული განცხადება წარმოადგენდა არა ჟურნალისტის სუბიექტურ აღქმას, არამედ ეყრდნობა შესაბამის მტკიცებულებებს. გავრცელებულ ინფორმაციაში კი ჟურნალისტი და რესპოდენტი მტკიცებითი ფორმით საუბრისას (ზოგადი ტონის გათვალისწინებით), მიზანმიმართულად ქმნიან ფონს საზოგადოების დასარწმუნებლად გავრცელებული ინფორმაციის სისწორეში. დეზინფორმაციული სიუჟეტის წამყვან ჟურნალისტს არ მოუხდენია გონივრული სტანდარტის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის (თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა) გადამოწმება, რაც მცდარი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი გახდა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. როგორც წესი, მაუწყებელი არ უნდა დაეყრდნოს ინფორმაციის მხოლოდ ერთ წყაროს და სხვა წყაროებიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს. მე-20 მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა დეტალურად უნდა აღწეროს ბრალდებები სათანადო პასუხის მიღების უზრუნველსაყოფად. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად, ზუსტად და გადაიცეს იმავე პროგრამით.
ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის მესამე მუხლის შესაბამისად მოვლენები და სიახლეები ჟურნალისტმა უნდა აღწეროს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა უტყუარობაშიც ის დარწმუნებულია. ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს არსებითი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები. ჟურნალისტმა თავი უნდა აარიდოს ინფორმაციის, სიახლეებისა და ფოტოსურათების უკანონო გზით მოპოვებას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად. გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი პირი არ შეიძლება დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი მანამ, ვიდრე მის მიერ დანაშულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
მედიასაშუალებების მხრიდან ნებისმიერი შემდგომი დეზინფორმაცია, ცილისწამება, ან კრიმინალურ საქმიანობაზე მიმანიშნებელი განცხადება განიხილება როგორც:
ავიაკომპანია ნებისმიერ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას, რათა მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაცია იყოს სათანადო წესით უარყოფილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: public@airgeosky.com
(R)