ექიმი დავით ჩახუნაშვილი საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა

ექიმი დავით ჩახუნაშვილი საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან, გამოკითხვამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ კვლევაში, ის ნივთიერებები, რომლებზეც BBC-ის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟშია საუბარი, არ არის ნახსენები.

„გამოკითხვაზე, რაზეც შემიძლია ვისაუბრო არის სტატია, მასში გამოყენებული მასალები და ის მიგნებები, რომელიც ამ სტატიამ გამოამჟღავნა. სხვა დეტალები არ არსებობს. გამოკვლეული გვყავს დაახლოებით 69 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს უშუალო მონაწილეობა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევაში.

BBC- სთვის ინტერვიუ არ მიმიცია, თუმცა ამ სტატიის ერთ-ერთი მკვლევარი ვარ და სხვა მკვლევარებიც არიან დაბარებულები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სტატიასთან კავშირში იყო, ალბათ ყველას დაიბარებენ.

რეპორტაჟში გამოითქვა ჰიპოთეზა, რომელსაც თავის განმარტება აქვს. ამ ჰიპოთეზას სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტები და გარემოებები.

ჩვენს კვლევაში გამოკვლეულ ადამიანებს, ვისაც აქციების შემდგომ რაიმე სიმპტომები უგრძელდებოდათ, გარკვეული ცვლილებები აღენიშნებოდათ სხვადასხვა პარამეტრში. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თურმე იმაზე ბევრად მეტი ადამიანი ყოფილა დაზარალებული, ვიდრე ჩვენს კვლევაში აღმოჩნდა, ალბათ ჩვენ ხმა ვერ მივაწვდინეთ, რომ კვლევებში ჩართულიყვნენ.

BBC-ის რეპორტაჟში ნახსენები ნივთიერებები „კამიტი“ და „თი-სი-ი“ ჩვენს კვლევაში ნახსენები არ ყოფილა", - განაცხადა დავით ჩახუნაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება