BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე საია-ს წარმომადგენელი, თამარ ონიანი მივიდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი, თამარ ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, ის დაადასტურებს იმ ფაქტებს, რომლებზეც საია ერთ წელზე მეტია საუბრობს, კერძოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

„მე დავადასტურებ იმას, რაზეც საია ერთ წელზე მეტია საუბრობს, კერძოდ - ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს, რომელიც დოკუმენტირებულია და რომლებზეც მტკიცებულებებია შეგროვებული, განსაკუთრებით ეს სისტემურ წამებას ეხება",- განაცხადა თამარ ონიანმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება