Creator Summit 2025 იწყება - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

„საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Creator Summit 2025-ის მხარდამჭერია.

Creator Summit კრეატორების ეკოსისტემისა და ეკონომიკის განვითარებისთვის შექმნილი ღონისძიებაა, რომელიც Creator Academy-ის მიერ ხორციელდება.

სამიტი თავს უყრის ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ბრენდის წარმომადგენლებს და ქმნის სივრცეს, სადაც ისინი მონაწილეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პრეზენტაციების, პანელური დისკუსიებისა და ვოქრშოპების ფორმატში უზიარებენ.

საქართველოს ბანკი აქტიურად უწყობს ხელს თანამედროვე ციფრული ინდუსტრიების განვითარებას, YouTube ეკოსისტემის გაძლიერება კი ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიმართულებით კი სხვადასხვა ინიციატივებს ვახორციელებთ, წელს კი Creator Summit 2025-ის მხარდამჭერები ვართ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ საქართველოში YouTube კომუნის გაძლიერების პროცესში, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში კრეატორობის კულტურის განვითარების დიდი პოტენციალია. ამიტომ, მოვიწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაესწრონ ღონისძიებას და განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

ეს არის პირველი ღონისძიება საქართველოში, რომელიც კრეატორებს პროფესიულ სივრცეში აერთიანებს და აძლევს შესაძლებლობას, გაცვალონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და აღმოჩენები. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც თითოეული კრეატორის, ისე მთლიანი ინდუსტრიის წინსვლისთვის.სამიტზე კრეატორებს საშუალება მიეცემათ, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო პროფესიულ შეკითხვებზე და გაიზიარონ როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური გამოცდილება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვიპოვოთ თანამოაზრეები, ვისთან ერთადაც უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევძლებთ ქართული კრეატორ ეკოსისტემის განვითარებას”, - აღნიშნავს გიორგი დანელია, კრეატორ სამიტის ორგანიზატორი.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება