საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები, 27 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.

„12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე, როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება