ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა მზადება აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს განახლებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა.

„ვცდილობთ, ყოველწლიურად გარკვეული სიახლე შევიტანოთ ნობათების შემადგენლობაში და წელსაც ჩვენი ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე განახლებული ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის, ათი სახეობის ტკბილეულს და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებულ სათამაშო ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების შეტანა ბაღებში უკვე დაწყებულია. პროცესი 15 დეკემბრამდე დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება