რეგიონის გამორჩეული ტექნოლოგიური კონფერენცია წელს მონაწილეებს ახალ ფორმატებს სთავაზობს.
„Spark the Change” — Touch Summit 25-ის წლევანდელი მთავარი თემა და გზავნილია. ტექნოლოგიური გარდაქმნების ეპოქაში თითოეული დიდი ცვლილება იწყება პატარა ნაპერწკლით — ახალი ცოდნით, ინსპირაციით, ადამიანებითა და იდეებით, რომლებიც პროგრესს ქმნიან. Touch Summit 25 არის სივრცე, სადაც ინოვატორები, ლიდერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან იმისთვის, რომ შეცვალონ დღევანდელი და შექმნან ხვალინდელი რეალობა.
ღონისძიება გაიმართება 5–6 დეკემბერს ორ განსხვავებულ ლოკაციაზე
5 დეკემბერი — რუსთაველის თეატრი 6 დეკემბერი — D Block და Futurelab-ის საიდ ივენთი ტერმინალ ჭავჭავაძეში
ორი დღის განმავლობაში თბილისი იქცევა რეგიონული ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ლიდერები 10-ზე მეტი ქვეყნიდან.
ოფიციალური პროგრამა ხელმისაწვდომია
5 დეკემბრის სრული პროგრამა: https://touch.ge/touch25/agenda/2025-12-05
პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: TECH & FUTURE — AI, Web3, მონაცემები, კიბერუსაფრთხოება, corporate innovation DESIGN & EXPERIENCE — UX, Creative Tech, branding, 3D/motion trends STARTUP & BUSINESS — Investing Trends, Scaling Strategies, Market Entry
პარტნიორი ქვეყნები და სპეციალური ჩართულობა
შვედეთის საელჩო წელს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და კონფერენციის ფარგლებში წარმოგიდგენთ:
6 დეკემბერი — პარალელური ვორქშოფები D Block-ში + Futurelab-ის სპეციალური side event
D Block მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ვორქშოფებს, Q&A სესიებს და საუბრებს მეტი ინტერაქციისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ვორქშოფებზე წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.
5 და 6 დეკემბრის ვორქშოფები
https://forms.gle/MKEnkQvqR4BSQvn86
https://forms.gle/SJZdnV6u3K3KXS6E6
https://forms.gle/3K9RSuAKz5QeCmBv7
https://forms.gle/mfhvCpvzX7TJjvDXA
https://forms.gle/73pFmsm3gNoEe4589
https://forms.gle/jPafjiza3d2eikSn6
https://forms.gle/Ygv7XZjE3KLppZaX8
https://forms.gle/FukAxNEKKWhkVstMA
https://forms.gle/A9UC4DcrfAHzvwB9A
6 დეკემბრის სრული პროგრამა: https://touch.ge/touch25/agenda/2025-12-06
Futurelab × Touch Summit — სპეციალური სესია ამერიკის ბაზარზე გასვლის შესახებ
Futurelab გამართავს სიღრმისეულ სესიას სტარტაპებისთვის, სადაც განხილული იქნება:
ეს side event წარმოადგენს პრაქტიკულ პლატფორმას სტარტაპებისთვის, რომლებიც გეგმავენ მასშტაბირებას ამერიკულ ბაზარზე.
სტარტაპების გაძლიერებული პროგრამა
TOUCH25 წელს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტარტაპ ეკოსისტემაზე:
გახდი ცვლილების ნაწილი - https://www.facebook.com/share/v/1CY8CxDq51/
პარტნიორები
სამიტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. პარტნიორები: Dblock, Episode, GIZ, UN Women, Sweden Embassy, GIPA.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://touch.ge/touch25/get-pass
(R)