ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

მოგერინი, სანინო და ევროპის კოლეჯის ერთი თანამშრომელი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული საჯარო ტენდერი ევროპის კოლეჯის სასარგებლოდ გაყალბებული.

„ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან მათი მხრიდან ქვეყნის დატოვების რისკი არ არსებობს“, - აღნიშნულია პროკურორის განცხადებაში.

Politico განმარტავს, რომ ბრალდებები არ არის დადასტურებული და მოგერინი, სანინო და დაკავებული სხვა პირი უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ სასამართლო მათ დამნაშავედ არ ცნობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება