თამარ ონიანი - ჩემთვის გაუგებარია რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია

საია-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, როგორც შსს-ს, ისე ჯანდაცვის სამინისტროსგან. პასუხი შსს-დან არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა საშუალებები იყო გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორმა, თამარ ონიანმა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია თუ რატომ დაიბარეს ის გამოკითხვაზე.

„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ ვიყავი დაბარებული, რადგან ძირითადი კითხვები შეეხებოდა ფაქტობრივად იმ ინტერვიუს შინაარსის დადასტურებას, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია.

საზოგადოებისთვის უცნობია რა საშუალებები იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ. საია-მ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვი წერილით მიმართა როგორც შსს-ს, ისე ჯანდაცვის სამინისტროს. ჩვენ პასუხი შსს-დან არ მიგვიღია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ გვითხრა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა საშუალებები იყო გამოყენებული",- განაცხადა თამარ ონიანმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

აღნიშნული რეპორტაჟის გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება