მარკ რუტე - რუსეთი ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება, ის აგრძელებს ჩვენი შეკავების ძალის გამოცდას, ჩვენ რეალური და ხანგრძლივი საფრთხის წინაშე ვდგავართ

რუსეთი ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება, ის აგრძელებს ჩვენი შეკავების ძალის გამოცდას, ჩვენ რეალური და ხანგრძლივი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ალიანსის საჰაერო სივრცე თვითმფრინავებითა და დრონებით, განახორციელა დივერსია და გაგზავნა სადაზვერვო გემები ალიანსის წყლებში.

„ეს ქმედებები უგუნური და საშიშია“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ალიანსის საზოგადოებების რღვევისა და გლობალური წესების დარღვევის მიზნით.

ამასთან, მისი თქმით, ახლა უკრაინას ალიანსის დახმარება იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთის თავდასხმები გრძელდება.

ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრები მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და თავდაცვის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან სამუშაო ლანჩი იგეგმება. მოგვიანებით კი ნატო-ს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება