Reuters - ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ სუმატრაზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 804-ს აღწევს.

კუნძულის ხელისუფლებამ ცენტრალურ მთავრობას დახმარებისთვის მიმართა, კერძოდ, საწვავისა და საკვების მიწოდება ითხოვა.

ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 3.3 მილიონი ადამიანი დაზარალდა, ხოლო 634 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოსულ ძლიერ წვიმებს ინდონეზიაში, მალაიზიაში, შრი-ლანკასა და ტაილანდში 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება