მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა „ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, რომ კვლევებით, რიგით „ქოცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ - მათ ურჩევნიათ კორუმპირებულებმა მართონ, იმ იმედით, რომ როდისმე თვითონაც მიაღწევენ სალაფავთან

ივანიშვილმა „ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, რომ კვლევებით, რიგით „ქოცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვის არა უბრალოდ ორი ბანაკი, არამედ ორი მენტალიტეტი.

„ივანიშვილმა „ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, რომ კვლევებით, რიგით „ქოცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ.

თავის დროზე „პროტოქოცებს“ ჩვენ მივაჩნდით "ავ ძაღლებად", რომლებიც არც თვითონ ჭამდნენ და არც სხვას აჭმევდნენ.

მათ ნორმალურად მიაჩნიათ, რომ თუ თანამდებობაზე ხარ, უნდა იპარო და თუ ამისთვის სჯი, სულ ერთია რა მოსაზრებით, მაშინ „ქოცს“ ეს არ მოსწონს. მათ ურჩევნიათ კორუმპირებულებმა მართონ, იმ იმედით, რომ როდისმე თვითონაც მიაღწევენ სალაფავთან.

ამიტომ დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვის არა უბრალოდ ორი ბანაკი, არამედ ორი მენტალიტეტი“,- წერს სააკაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება