ირაკლი კობახიძე - ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება

რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად უწევთ იმის უარყოფა რაზეც მანამდე საუბრობდნენ - ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, BBC-ში „სტანდარტი მინიმუმამდეა დასული“, რადგან პრემიერის განცხადებით, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ტელეკომპანია.

„რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის უკვე სხვა პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში უკვე სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, შესაბამისად, რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან და უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ.

BBC ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე, ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს თუ რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ჩვენ საქმე. ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-იმ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად, თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება