დიმიტრი პესკოვი - არასწორია ფორმულირება, რომ პუტინმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო - „მეგაფონის დიპლომატიის“ მომხრეები არ ვართ, რაც უფრო მშვიდად წარიმართება მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება

არასწორია ფორმულირება, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საქმე იმაშია, რომ მოსაზრებების ასეთი პირდაპირი გაცვლა პირველად მოხდა. როგორც გუშინ ითქვა, ზოგი რამ მისაღები იყო, ზოგი - მიუღებელი. ეს არის ნორმალური სამუშაო პროცესი, კომპრომისის ძიება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რაც უფრო მშვიდად წარიმართება უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის.

„ჩვენ არ ვართ „მეგაფონის დიპლომატიის“ მომხრეები, ვხედავთ, რომ ამერიკელებიც იმავე პრინციპს იცავენ. არსებობს გაგება, რომ რაც უფრო მშვიდად წარიმართება ეს მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება