გელა ხასაიასთან ერთად დაკავებული ვასილ ქერდიყოშვილი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ ცნობს - პროკურორმა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ გამორიცხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ორივე მათგანი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზეა ბრალდებული.

როგორც სასამართლო პროცესზე გელა ხასაიამ განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვასილ ქერდიყოშვილის თქმით კი, თავს დამნაშავედ ცნობს.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს.

მოსამართლის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ქერდიყოშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება, პროკურორმა მარიამ წულაიამ განმარტა, რომ „ეს ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავ“.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს