ირაკლი კობახიძე - დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ - ეს საკითხი კომპრომისს არ ექვემდებარება

დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დეოკუპაციის საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება.

„ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენი „წითელი ხაზები“, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციის საკითხთან, ეს არის ჩვენთვის „წითელი ხაზი“. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება, ეს არის მკაფიოდ, რაც შემიძლია გითხრათ. დეოკუპაციის საკითხი არის „წითელი ხაზი“, რომლის გადახედვას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. „რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგან თბილისი სააკაშვილის რეჟიმის დროს გამოხატულ პოზიციას ინარჩუნებს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან არის დაკავშირებული. ეს არარეალური მოთხოვნაა და საზიანოა თავად საქართველოსთვის. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება