ირაკლი კობახიძე - ნივთიერება იყო გარეული, მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული - არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ, რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული

რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება იყო გარეული. მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული - შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ნივთიერება “კამიტი“ არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის არც “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვის დასმისას კობახიძეს შს მინისტრისა და მისი მოადგილის შარშანდელი განცხადებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყლის ჭავლში კონკრეტული ნივთიერება იყო გარეული.

კითხვაზე, აპირებს თუ არა შს სამინისტრო გამოაქვეყნოს, თუ რა იყო წყლის ჭავლში გარეული, კობახიძემ განაცხადა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება.

“რაც შეეხება ინფორმაციას “კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, ამაზე მტკიცებითი ფორმით BBC-ი საუბრობდა, თუმცა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ეს ნივთიერება არა თუ არ გამოყენებულა, შს სამინისტროს არც არასდროს შეუძენია, მათ შორის “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში.

მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს და ყველა დეტალი ფხვნილთან დაკავშირებით იქნება გასაჯაროებული.

პირველი ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ “კამიტი“ არ გამოყენებულა. შესაბამისად, შს სამინისტრომ BBC-ი სიცრუეში უკვე ამხილა. დეტალური ინფორმაცია გამოძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

ნივთიერება “კამიტის“ გამოყენება უარყო შს სამინისტრომ იმ დოკუმენტაციაზე და ანალიზზე დაყრდნობით, რაც მის ხელთ არის.

BBC-ი სიცრუეში შს სამინისტრომ უკვე ამხილა და სწორედ ამის საფუძველზე ვაპირებთ მივმართოთ როგორც მარეგულირებელ კომისიას ბრიტანეთში, ისე საერთაშორისო მართლმსაჯულებას. BBC-მ უნდა უარყოს ცრუ ინფორმაცია, რომელიც მან გაავრცელა“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, შეუძლია თუ არა პრემიერს იმის გამორიცხვა, რომ აქციების დასაშლელად არ გამოყენებულა არც სხვა აკრძალული ნივთიერებები, როგორც ამას „კამიტის“ შემთხვევაში ამტკიცებენ, კობახიძემ უპასუხა: „მე ასე მგონია“.

„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაამოწმებდა იმას თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობს დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, რომ მე წინ გავუსწრო გამოძიებას და გითხრათ ის თუ რამდენად აკრძალული ან არაკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული, უფრო სერიოზული იქნება თუ მოგიწოდებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიებისგან მივიღოთ პასუხი. გამოძიება დაიწყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი. როგორ შეიძლება მე ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთ და ვთქვა, რომ რაღაცას შეიცავდა და რაღაცას არ შეიცავდა“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება