გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა

თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელიც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ლონდონში მიიწვიეს. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მთავარი სცენის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2030 წლისთვის საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.

ყოველწლიური ღონისძიება ლონდონში ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტ ლიდერს აერთიანებს. Global Banking Summit-ზე ბანკების ხელმძღვანელები, ტექნოლოგიური კომპანიები, ანალიტიკოსები და რეგულატორები ერთად განიხილავენ ფინანსური სექტორის ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.

გიორგი თხელიძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: წამყვანი ბრიტანული კომერციული ბანკის - Lloyds - საცალო საბანკო საქმიანობის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანიის - Temenos-ისა და ბრიტანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია - Encompass-ის წარმომადგენლები.

“Financial Times დაინტერესდა თიბისი ჯგუფის წარმატებით, რაც საქართველოსა და უზბეკეთში მოწინავე ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე დანერგვით არის განპირობებული. თიბისი პირველი იყო, რომელმაც საქართველოში ინტერნეტ ბანკი 2001 წელს დანერგა. ჯგუფმა განვითარება ტექნლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციით განაგრძო. საქართველოს გამოცდილებამ მყარი საფუძველი შექმნა, რომ უზბეკეთში პირველი სრულიად ციფრული ბანკი განგვევითარებინა, სადაც უკვე 22 მილიონი მომხმარებელი და თვეში 6 მილიონი აქტიური კლიენტი გვყავს.

ფორუმზე აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე გავაკეთეთ: თიბისის მომხმარებელთა 70% ბანკთან უკვე ციფრულ არხებში ურთიერთობს, ტრანზაქციების 95% კი ელექტრონულად სრულდება. თვეში 1 მილიონი ინტერაქცია AI აგენტების მეშვეობით ხდება, რაც მომხმარებელთა მოთხოვნის 50%-ს მოიცავს.

ამ ეტაპზე AI ინსტრუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ. 70 პროცესზე მეტი ბანკში უკვე ავტომატიზებულია, შედეგად, ვაჩქარებთ ბიზნეს პროცესებს და ვაუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ვცდილობთ, ბანკირებს კიდევ უფრო მეტი მონაცემზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონიფიცირებული მომსახურებისთვის; ხოლო იქ, სადაც ადამიანის ჩართულობა აუცილებელი არ არის, AI ინტერაქცია უფრო ეფექტიანად დავნერგოთ.

მეამაყება, რომ Financial Times-მა ყურადღება სწორედ საქართველოზე და თიბისი ჯგუფზე შეაჩერა. შედეგად, მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა”,- გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება