Reuters- თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილა, - ინფორმაციას Reuters-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს შეხვედრის ფარგლებში შავი ზღვის უსაფრთხოების და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თურქეთის სანაპიროსთან რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალ ტანკერებზე Kairos-სა და Virat-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო. თურქეთმა ხომალდებზე თავდასხმა დაგმო.

ამასთან, გუშინ რუსულმა მედია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით, რუსეთიდან საქართველოსკენ მიმავალ ტანკერზე, რომელსაც მზესუმზირას ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა. მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევს ინციდენტთან კავშირი არ ჰქონია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი