კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი

ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა. გამოვლენილია 30 გამარჯვებული მასწავლებელი.

კონკურსი „ფინედუს“ ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა მასწავლებლების მიერ „ფინედუს“ მიწოდებული მასალებითა და ინსტრუქციით მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. კონკურსის გამარჯვებულებად ჩაითვლებოდა პირველი 30 მასწავლებელი, რომელიც ჩაატარებდა სპეციალურ გაკვეთილს და კონკურსის პირობების დაცვით საჯაროდ გაავრცელებდა პროექტისა და გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას.

კონკურსი 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დაანონსდა და ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. პროექტში 150-მდე მასწავლებელი ჩაერთო „ფინედუს დესპანის“ მისიით და V-XII კლასის მოსწავლეებთან ინტერაქციული გაკვეთილი პირადი ფინანსებისა და ფულის დაზოგვის თემაზე ჩაატარა.

1-ელ დეკემბერს გამოვლინდა 30 გამარჯვებული მასწავლებელი. ყველა მათგანს „სულაკაურის გამომცემლობის“ 50 ლარიანი და გამომცემლობა „ინტელექტის“ 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - „ფინედუს დესპანი“ მასწავლებლის სერტიფიკატი.

“ბაზისბანკი ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. წელსაც თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათგან ერთ-ერთი იყო კონკურსი გახდი „ფინედუს დესპანი მასწავლებელი“, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა. ბაზისბანკის მხარდაჭერით მომავალშიც საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც მოზარდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.’’ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს