შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს, პარლამენტის ზედა პალატის - შტატების საბჭოს(რაჯია საბჰა) თავმჯდომარეს, შრი რადჰაკრიშნანს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ინდოეთს მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ვითარდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების კარგ შესაძლებლობას.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, საპარლამენტო კავშირები, ასევე, თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, კულტურის სექტორებში.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის პოტენციალზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა