Eagle Hills-ის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, ყოფილ კინოთეატრ "რუსთაველის" წინ, სადაც Eagle Hills-ის ოფისია განთავსებული, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "უარი არაბულ ქალაქებს" მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორია ოთხი გაერთიანება - "სართული", "ქართული რესპუბლიკა", "ეროვნული თანხმობა" და "სამოქალაქო თანხმობა".

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოლიტიკური მოძრაობა "ქართული რესპუბლიკის" ლიდერმა ლევან ნიშნიანიძემ განაცხადა, პროტესტის მთავარი მიზეზი არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაა.

"რამდენიმე მოთხოვნით ვართ შეკრებილები. პირველ რიგში, ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს და რაღაც კომერციული მიზნით ამართლებენ, თუმცა ხელშეკრულების მხარე არის ქართველი ხალხი და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა წერია ხელშეკრულებაში. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, არ დაიწყოს პროექტის განხორციელება, ვიდრე არ იქნება ქართველი ხალხის თანხმობა.

პარალელურად, ვაგროვებდით ხელმოწერებს. რამდენიმე ასეული ხელმოწერა შევაგროვეთ ძალიან მოკლე პერიოდში და ვაგრძელებთ. ვაპირებთ, გავაგრძელოთ, მოვითხოვოთ და გავაპროტესტოთ ფაქტი, რომ პროექტი ხორციელდება ქართველი ხალხის ნების გარეშე", - განაცხადა ლევან ნიშნიანიძემ.

მიმდინარე აქციას ის მოქალაქეები შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტის წინ, უკვე ერთ წელზე მეტია, უწყვეტ პროტესტში იღებენ მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს