შალვა პაპუაშვილი მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე - ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც არის ნატო-ს ჯარიც, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს

ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, პაპუაშვილი ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომლის თანახმად, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, ესტონეთი უკრაინაში გაგზავნის ჯარებს.

„ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, და ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს.

ავღანეთის ნატო-ს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი - 1560 ჯარისკაცს”, - წერს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს