ჰელსინკის კომისია - მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია - მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, გადაამოწმონ და სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს

ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი და წევრები : სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები დაუტოვა, რაც არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების, რომლის შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.

„ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში აქცევს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები და პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.

„მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი