ბელგიის პრემიერი - ვინ თვლის, რომ პუტინი მშვიდად შეეგუება რუსული აქტივების კონფისკაციას? ვინ თვლის, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზიაა

სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის ფული. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანიის ფულის კონფისკაცია არ მომხდარა, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა გამოცემა La Libre Belgique-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებული ზეწოლა წარმოუდგენელია.

„მე მყავს გუნდი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს ამაზე. კარგი ამბავი იქნებოდა: ფულის წართმევა ცუდისთვის, პუტინისგან, და კარგისთვის, უკრაინისთვის გადაცემა. მაგრამ სხვა ქვეყნიდან გაყინული აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა აქამდე არასდროს მომხდარა. ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის ფული. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი გერმანიის ფულის კონფისკაცია არ მომხდარა. ომის დროს სუვერენული ფონდები იყინება. ომის ბოლოს კი, დამარცხებულმა სახელმწიფომ უნდა დათმოს ეს აქტივები მთლიანად ან ნაწილობრივ, რათა კომპენსაცია გადაუხადოს გამარჯვებულებს. მაგრამ ვინ თვლის რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზიაა. არასასურველიც არის, მათი წაგება და არასტაბილურობის გაბატონება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მშვიდად არ შეეგუება აქტივების კონფისკაციას.

„ვინ თვლის, რომ პუტინი მშვიდად შეეგუება რუსული აქტივების კონფისკაციას? მოსკოვმა გვაცნობა, რომ კონფისკაციის შემთხვევაში, ბელგია და პირადად მე „სამუდამოდ“ ვიგრძნობთ შედეგებს. საკმაოდ დიდი დრო ჩანს. რუსეთს ასევე შეუძლია გარკვეული დასავლური აქტივების კონფისკაცია: Euroclear-ს რუსეთში 16 მილიარდი აქვს. შესაძლოა, რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხნის ჩამორთმევაც მოხდეს და რა მოხდება, თუ ბელარუსმა და ჩინეთმაც მოახდინეს დასავლური აქტივების კონფისკაცია? განვიხილეთ ეს ყველაფერი? არა, არ გაგვითვალისწინებია. ვკითხე ჩემს ევროპელ კოლეგებს, მზად იყვნენ თუ არა ბელგიის მიერ გაწეული რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო ამისთვის. რესურსების ამ გაზიარების გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო. ყველაფერს. ამ ეპიზოდის შემდეგ, თუ 16-ის შემდეგ საერთაშორისო სამსახური მექნება, ეს ჭურჭლის რეცხვა იქნება“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო