მარკო რუბიო - ნიგერიასა და მსოფლიოში ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის საპასუხოდ აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს

ნიგერიასა და მსოფლიოში ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის საპასუხოდ აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

„აშშ გადამწყვეტ ზომებს იღებს ნიგერიასა და მსოფლიოში რადიკალი ისლამისტი ტერორისტების, „ფულანის“ ეთნიკური დაჯგუფებებისა და სხვა ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილი მასობრივი მკვლელობებისა და ძალადობის საპასუხოდ“, - აცხადებს მარკო რუბიო.

მარკო რუბიოს ცნობით, აშშ ვიზების გაცემას შეზღუდავს იმ პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც „რელიგიურ თავისუფლებაზე თავდასხმებს ახორციელებენ, მხარს უჭერენ ან აფინანსებენ“.

„ეს სავიზო პოლიტიკა შეეხება ნიგერიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებსა და პირებს, რომლებიც ადამიანების დევნას რელიგიური შეხედულებების გამო ახორციელებენ“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს