„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე

პრესტიჟულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე IWSC (International Wine & Spirit Competition), მეღვინეობა „გიუაანი“ 2026 წლის საუკეთესო ქართულ მწარმოებელ კომპანიად გამოცხადდა.

კომპანია „გიუაანის“ წარდგენილმა შვიდივე ღვინომ უპრეცედენტო აღიარება და მთავარი ჯილდოები მოიპოვა. უმაღლესი ნიშნით, ოქროს მედლით, დასაჩუქრდა „მანავი განსაკუთრებული“, „ტვიში“ და „საფერავი ქვევრი“.

რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენი კომპანიის მთავარმა მეღვინე, გიორგი ჯმუხაძემ პირველი ადგილი მოიპოვა, "ათ საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინეების" ნომინაციაში.

პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი ამა წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართა. მასზე 400-ზე მეტი სახეობის ღვონო და ალკოჰოლური სასმელი იყო წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოები საერთაშორისო დონის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელი და ქართველი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ ბრმა დეგუსტაციის შემდეგ გამოავლინა. ბრიტანელი ღვინის ექსპერტებისგან შემდგარ ჟიურის ხელმძღვანელობდა ღვინის მაგისტრი Sarah Abbott MW (Master of Wine). ღვინის შეფასებას ასევე ახდენდნენ: მსოფლიოს საუკეთესო სომელიე Salvatore Castano, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე ლევან მეხუზლა, საქართველოს საუკეთესო სომელიე 2020-2021 წლებში ჯაბა ძიმისტარაშვილი და სხვები.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე IWSC გიუაანის უპეცედენტო შედეგი ასეთია:

ტროფი:

2026 წლის საუკეთესო მწარმოებელი - „გიუაანი“

ოქროს მედალი:

მანავი განასაკუთრებული 2024

ტვიში 2024

საფერავი ქვევრი 2024

ვერცხლის მედალი:

საფერავი კაბერნე სოვინიონი 2022

მანავი განსაკუთრებული 2022

ბრინჯაოს მედალი:

მწვანე ქვევრი 2024

ჩვენთვის, როგორც მეღვინეობას, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო და უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი კომპანია და ასევე აღიარებულია როგორც „საუკეთესო მეღვინეობა ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ შეფასებებსა და აღიარებებს.

ყველას გისურვებთ წარმატებებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა