გალტ & თაგარტის თრეიდინგის ჩემპიონატის შედეგები ცნობილია

გალტ & თაგარტის მიერ ორგანიზებული თრეიდინგის ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა. ინიციატივა მიზნად საფონდო ბაზრებით დაინტერესებული მომხმარებლების წახალისებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე საინვესტიციო შესაძლებლობებთან ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავდა.

მონაწილეებს გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე trader.ge რეალურ საინვესტიციო პროცესებში ჩართვისა და საკუთარი სტრატეგიების გამოცდის შესაძლებლობა მიეცათ. მონაწილეები მინიმუმ $500-ის საწყისი კაპიტალით ასპარეზობდნენ, ხოლო ჩემპიონატის მთავარი მიზანი ყველაზე მაღალი პროცენტული მოგების მიღწევა იყო.

საუკეთესო სამეულში მოხვდნენ მონაწილეები, რომლებმაც შემდეგი შედეგი დააფიქსირეს:

  • I ადგილი – +113.4%
  • II ადგილი – +78.1%
  • III ადგილი – +25.8%

გამარჯვებულებმა საერთო $20,000-იანი საპრიზო ფონდიდან შესაბამისი პრიზები მიიღეს:

I ადგილის მფლობელმა – $10,000;

II – $5,000;

III – $3,000;

ხოლო ორი ყველაზე აქტიური თრეიდერი $1,000-ით დაჯილდოვდა.

„თრეიდინგის ჩემპიონატი იქცა კარგ შესაძლებლობად ყველასთვის, ვისაც საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურდა. trader.ge კი არის პლატფორმა, რომელიც სრულად მორგებულია ინვესტორების საჭიროებებზე და მომხმარებლებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის რეალურ გამოცდილებას აძლევს. მოხარული ვართ, რომ ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა. ჩვენ მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ მომხმარებლებს,“ – განაცხადა დავით ნიშნიანიძემ, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა.

გალტ & თაგარტის ონლაინ სავაჭრო პლატფორმისა და საბროკერო სერვისების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება