ემანუელ მაკრონი სი ძინპინს შეხვდა

ემანუელ მაკრონი სი ძინპინს შეხვდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ვაჭრობის, გარემოსდაცვით და გეოპოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ახლა, ისე როგორც არასდროს, საფრანგეთსა და ჩინეთს შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობებისთვის პოზიტიურ სამმხრივ დღის წესრიგს გთავაზობთ: გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ დაბალანსებას და გარემოსდაცვით მდგრადობას. ჩვენ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა მაკრონმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის მხარდაჭერას აგრძელებს.

„საგარეო სივრცე როგორც არ უნდა შეიცვალოს, ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა და დიდი ძალების სტრატეგიული ხედვა უნდა აჩვენონ“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში გუშინ ჩავიდა. ეს ჩინეთში მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს