სცადე, რას კარგავ? - თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი კამპანია დაიწყო - ახლა პირველი ნაბიჯის გადადგმა კიდევ უფრო მარტივი და ურისკოა - კამპანიის ფარგლებში შენი ინვესტიცია სრულად დაცულია.

ინვესტირების დაწყება ხშირად უამრავ კითხვას აჩენს - „საიდან დავიწყო?“, „საკმარისი ცოდნა მაქვს?“, “თანხა რომ დავკარგო?“ - ეს კამპანია სწორედ ამ შიშების დაძლევასა და ახალი გამოცდილების მიღებაში დაგეხმარება.

პრინციპი მარტივია - თუ აქცია ჯერ არ გიყიდია, შეგიძლია, პირველი ინვესტიცია დანაკარგისგან დაცვის პირობით შეიძინო, რომელიც 30 დღის განმავლობაში იქნება აქტიური: აირჩიე სამი კომპანიის აქციიდან ერთ-ერთი, შეიძინე და 30 დღის შემდეგ, თუ მისი ფასი შემცირდება, დანაკარგი საინვესტიციო ანგარიშზე სრულად დაგიბრუნდება.

შედეგად, მიიღებ ინვესტირების გამოცდილებას, მაგრამ არაფერს დაკარგავ - ისწავლი, როგორ მუშაობს ბაზარი, რას ნიშნავს ფასის ცვლილება და როგორია იყო ინვესტორი, როცა უკვე რეალური აქტივი გაქვს. პირადად გამოცდი და ნახავ, რომ ინვესტირების დაწყება არც რთული პროცედურაა და არც განსაკუთრებულ ცოდნასა და თანხებს საჭიროებს.

ვაჭრობის დასაწყებად საინვესტიციო ანგარიში დაგჭირდება, რომლის გახსნასაც თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე 1 წუთზე ნაკლებ დროში შეძლებ, თან უფასოდ. თანხის შეტანა-გატანა და ვაჭრობაც ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეგიძლია, რაც ინვესტირების დაწყებას კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის.

ჩაერთე კამპანიაში - სცადე, რას კარგავ? - https://tbconline.ge/MB/INV

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება