„ქართული ოცნება“ - კანონისა და წესრიგის ინდექსის მიხედვით საქართველო სახელმწიფოებს შორის მსოფლიოში მე-19 ადგილზეა და ევროკავშირის წევრ მხოლოდ 4 ქვეყანას ჩამორჩება

გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა, ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup -მა 2025 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა.

ინდექსის მიხედვით საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო, 144 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 22-ე პოზიციაზე გავიდა, სახელმწიფოებს შორის კი მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა გერმანიასთან, პორტუგალიასთან, შვედეთთან და ესტონეთთან ერთად თანაბარი ქულით.

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რათა შეაფასოს ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი პირადი გამოცდილება დანაშაულთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებით.

რესპოდენტები პასუხს ცემენ ოთხ კითხვაზე: გრძნობთ თავს უსაფრთხოდ ღამით მარტო სიარულის დროს თქვენს ქალაქში ან უბანში? ენდობით თუ არა ადგილობრივ პოლიციას თქვენს ქალაქში ან უბანში? ბოლო 12 თვის განმავლობაში, მოგპარეს თუ არა ფული ან ქონება თქვენგან ან ოჯახის სხვა წევრისგან? ბოლო 12 თვის განმავლობაში, გქონიათ თუ არა თავდასხმა ან ძარცვა?

საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, OCED-ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 30 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, ისრაელი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა.

რეიტინგში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრი მხოლოდ 4 სახელმწიფო: ნორვეგია, ავსტრია, დანია და ფინეთი.

ანალიტიკური ცენტრი Gallup-ი ერთ-ერთია საერთაშორისოდ აღიარებულ იმ 35-მდე შემფასებელ პროექტსა და ორგანიზაციას შორის, რომელსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება.

მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ბოლო ანგარიშის ფარგლებში Gallup-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შეიყვანა, კერძოდ კი გლობალური გამოკვლევის საფუძველზე _ „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ საქართველოს ხელისუფლება კეთილსინდისიერებით მსოფლიოში მე-16 ადგილზე გავიდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება