თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - არსებული ინფორმაციით,  მცირეწლოვანი მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც კარი გააღო და გზაზე გადასვლა სცადა

თელავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს დაეჯახა.

დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში პირველადი დახმარება უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს