კახა კალაძე - რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?! - არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც აკრძალულია, რაც დაშვებული და მისაღებია, ის იყო გამოყენებული

რა ქიმიური ნივთიერება? მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?! ვხედავთ ამას მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ხდება. არაფერი ყოფილა გამოყენებული, რომელიც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას.

კახა კალაძის თქმით, ცრუ კამპანია მიმდინარეობს.

„ეს არის სიცრუე, ცრუ კამპანია. ბევრი გვახსოვს ასეთი ფაქტი, სპეკულაციები. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელი აკრძალულია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. გამოძიებას დაველოდოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც მიზანმიმართული სიცრუე ვრცელდება, ტყუილზე დაფუძნებული, მოგონილზე, არანაირი მტკიცებულება, მცდელობაა ქვეყნის წინააღმდეგ. არ ვიცი, კოდებით ვერ ვისაუბრებ, არ ვარ დარგის სპეციალისტი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია. მე ნუ შემეკითხებით კოდებზე, არ ვარ დარგის სპეციალისტი. BBC ხომ არ ვართ, რომ უსაფუძვლოდ არგუმენტების გარეშე ვისაუბრო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“

.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის