კახა კალაძე - საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით

ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოვხატავდით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ მხარი დაუჭირა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანიებისა და კრიტიკისა, ქართველები უკრაინელ ხალხს გვერდით უდგანან.

„ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოვხატავდით. აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვქონდა საქართველოში მყოფ უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, რა ბენეფიტები ჰქონდათ მათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით, შესაბამისად გული გვტკივა, როცა ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, კეთდებოდა მოწოდებები, რომ საქართველოც ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს მისამართით წამოსული კრიტიკა და ნეგატივი არაფორმალური მმართველებისა და მათი მიერ გაცემული დავალებებიდან გამომდინარეა.

„რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები, ალბათ, საქართველოშიც გვექნებოდა იგივე მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიმართ კრიტიკა მოდის არაფორმალური მმართველებისგან, მათი მხრიდან გაიცემა დავალებები, ისინი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ევროპელ ბიუროკრატებს, თავს ესხმიან ქართველ ხალხს, ჩვენს სუვერენიტეტს და ა. შ.“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს