კახა კალაძე - მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც - საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, დღეს ქალაქს ემსახურება თანამედროვე ტრანსპორტი

მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, კერძო ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც-საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, დღეს ქალაქს ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ტრანსპორტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქი ვითარდება, მეტი ადამიანი ითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„შევიძინეთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, ეტაპობრივად ეშვება და გადის ხაზებზე, რათა მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. მომავალ წელს დაგეგმილია კიდევ 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, რომელიც 8-მეტრიანი იქნება. ქალაქი იზრდება, ურბანულად ვითარდება.

მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, კერძო ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც. საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, ის ავტობუსები თქვენი სახე იყო, როგორიც ხართ [ჟურნალისტს] ისეთ იყო, ძირგამომპალი, გაუბედურებული. დღეს ქალაქს ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ტრანსპორტი.

კიდევ მეტ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო შემცირდეს. ეს არის ყოველწლიური პროცესი. ქალაქი ვითარდება, მეტი ადამიანი ითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მივყვებით ამ პროცესს“, - აღნიშნავს კალაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი