კახა კალაძე „MEGOBARI აქტის“ შესახებ - ეს არის მტრული აქტი და მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც აღნიშნულ დოკუმენტში წერია

დავიწყოთ იმით, რომ ეს არის მტრული აქტი, არანაირ მეგობრობასთან კავშირი არ აქვს იმას, რაც წერია აღნიშნულ დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილზე არის დაფუძნებული - არანაირი რეალობა, არანაირი სიმართლე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან „MEGOBARI აქტის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ტყუილებზეა დაფუძნებული და მისი მიღება ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის.

„ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უნდა დაიწყოს ახალი ფურცლით, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ის, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, იყო ძალიან მძიმე - ჩვენ უამრავი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ საქართველოსთან დაკავშირებით, გამოვედით და პირდაპირ ვთქვით, რომ ჩვენი სურვილია, ურთიერთობები აღდგეს და დაიწყოს ახალი ფურცლით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ცხადია, თუ აქტის მიღება მოხდებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი