კახა კალაძე - ალეკო ელისაშვილის აქტი საოცრება იყო, შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და გააკეთო - ახსნა არ აქვს!

ალეკო ელისაშვილის აქტი საოცრება იყო. შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და გააკეთო. ახსნა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საერთოდ არ აინტერესებს, რას აპირებს აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით „ლელო ძლიერი საქართველო“ და თავად ალეკო ელისაშვილი.

„ელისაშვილის აქტი საოცრება იყო, ის, რაც ჩაიდინა. შეუძლებელია ჯანმრთელმა ადამიანმა ასეთი რამ იკადრო და გააკეთო. ახსნა არ აქვს. ერთი რამ ფაქტია, ეს არის ძალადობრივი ჯგუფი და ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკავებულები არიან იმით, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ, დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება. ისიც ცხადია, რომ ერთი ხელით იმართებიან. ვიცით, რა ძალა ებრძვის საქართველოს.

არ ვიცი, საერთოდ არ მაინტერესებს „ლელო“ რას აპირებს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი