ლევან მაჭავარიანი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე - ეს არის კომიკური ჟანრის სიუჟეტი, მაგრამ ვალდებულები ვართ, სუს-ის გამოძიებას დაველოდოთ - თუ მართლა მოხდა ასეთი რამ, რაც, ჩემი აზრით, ზღაპარია, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს

ეს არის კომიკური ჟანრის სიუჟეტი, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სუს-ის გამოძიების დასრულებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუეზე აგებული.

„ყველაფერი ნათელი იქნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამთავრდება გამოძიება ამ საქმეზე, თუმცა შეცვლილი ე.წ. ჩვენებები უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ აქტორებმა, აგენტებმა იგრძნეს ის, რომ შეიძლება რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა მოჰყვეს იმას, თუ ისინი ცრუ ინფორმაციას გაავრცელებენ ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად. ვხედავთ, როგორ შეცვალეს თავიანთი ჩვენებები და რამდენად განსხვავდება ეს იმ წინადადებებისგან, რასაც ისინი იყენებდნენ მანამ, სანამ სუს-ში გამოძიება დაიწყებოდა. ესეც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუეზე აგებული. ეს არის კომიკური ჟანრის სიუჟეტი, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სუს-ის გამოძიების დასრულებას“,-განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, „საკითხმა, ხომ არ გაურია შსს-მ წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება, ქართულ საზოგადოებაში კომიკური აჟიოტაჟი შემოიტანა”.

„სუს-მა გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. თუ მართლა ასეთი რამ მოხდა, რაც ჩემი აზრით, გამორიცხულია და ზღაპარია, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მეორე მხრივ, თუ ეს ყველაფერი გამოირიცხა, რაც ჩემი აზრით, კომიკური სერიალის ჟანრია, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა „გაეშავებინა“ და მტრული განზრახვით მოქმედებდა“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე. BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება