სემეკმა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ“ ანგარიში დაამტკიცა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, ანგარიში მოიცავს სემეკში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობას.

„ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 33 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 22, ნაწილობრივ – 10 და არ დაკმაყოფილდა ერთი მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობით.

აღნიშნულ პერიოდში ჩატარდა კომისიის 58 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 54 დადგენილება და 1257 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო 233 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, საანგარიშო პერიოდში სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სემეკი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

საჯარო ინფორმაცია სრულად გამოქვეყნებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება