გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 დეკემბერს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში და სოფლებში - ანანური, ბიჩნიგაურები, ციხისძირი, ჩინთი, თანდილაანთკარი, ფიტავი, ბოდავი და მიმდებარე სოფლებში.

„11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს ქვეშეთში, არახვეთში, მლეთაში, ამირნში, ხარხეთში, მანასეულში, წინკობანში, ბედონში, სეფეში, ჭართალში, დოლასქედში, ბუჩაანთკარში, ხანდოში, არახვეთში და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, კრისტიან სტივენის, ბარონ დე ბაის, იან ჰომერის, არქანჯელო ლამბერტის და მიმდებარე ქუჩებზე.

15:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ციხისძირი, ქანდა, მუხრანი, ქსანი, წიწამური, ჩარდახი, წეროვანი, ძველი ქანდა, ქსოვრისი, პატარა ქანდა, ვარდისუბანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება