ლევან სამუშია 20-21 ივნისს დაზარალებულებისთვის ზიანის არ ანაზღაურებაზე - ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე - ეს არის დამოკიდებულება, როგორ ექცევიან სასამართლო გადაწყვეტილებას

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, „ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე“, მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საია-ს განმარტებით ნებაყოფლობითი აღსრულების ვადა უკვე გასულია, მოქალაქეები მაინც ჯარიმდებიან.

„როდესაც საუბარია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, აქ პირდაპირ გვაქვს ორმაგ სტანდარტთან საქმე. კარგად ვიცით, რომ უსამართლოდ დაჯარიმებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქციებში მონაწილეობის გამო ასობით და ათობით ათასობით ლარს აწერდნენ ჯარიმის სახით, მათი აღსრულების წარმოება დაუყოვნებლივ იწყება.

ეს არის დამოკიდებულება თუ როგორ უყურებენ საკუთარ მოქალაქეებს, როგორ ექცევიან სასამართლო გადაწყვეტილებას“, - აცხადებს სამუშია.

შეგახსენებთ, საია-მ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულებს ზიანს არ უნაზღაურებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს