“წითელი ჯვარი“ - ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ ამოცნობილ იქნა 308 ადამიანის ნეშტი  და გადაეცა ოჯახებს

სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-17 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება. ამის შესახებ ინფორმაციას “წითელი ჯვარი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრას ნეიტრალური შუამავლის სტატუსით “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 308 ადამიანის ნეშტი იქნა ამოცნობილი და გადაეცა ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად", - აღნიშნა შეხვედრის თავმჯდომარემ, ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში, ანიეს ქოთუმ.

„სამწუხაროდ, 1,753 ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მონაწილეებს შორის არსებული დიალოგი, რომელიც საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარულ პრინციპებს ეყრდნობა, გადამწყვეტია მოძიების პროცესის წინსვლისათვის და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებისთვის პასუხების გაცემის შესაძლებლობას წარმოადგენს", - განაცხადა ანიეს ქოთუმ.

მონაწილეებმა განიხილეს შესაძლო სამარხების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საჭიროება, 2024 წლის მაისში გამართული საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდში მიღწეული შედეგები და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.

“წითელი ჯვრის” ინფორმაციით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს. 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საკოორდინაციო მექანიზმს, მათ შორის, ტექნიკური ცოდნის გაზიარების კუთხით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა