თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება

თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ Placemakers-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ლისის ტბასთან ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. პროექტის - The Lake - პირველ ფაზაში 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 30 მილიონი ლარი თიბისის დაფინანსებაა.

საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია თანამედროვეობისა და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების გაერთიანებას გულისხმობს. პროექტი ერთ სივრცეში კერძო სახლებსა და Lake house-ს მრავალფუნქციურ შენობას გააერთიანებს. კომპლექსში განთავსდება სხვადასხვა ტიპის გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: ფიტნეს კლუბი, აუზი, ასევე, არტ გალერეა და რესტორანი; მოეწყობა ბიზნეს შეხვედრების სივრცეც, რომელიც განკუთვნილი იქნება LakeHouse-ის კლუბის წევრებისთვის.

პროექტის არქიტექტურაზე როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პროფესიონალები მუშაობენ. კომპლექსის მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი 2026 წელს უნდა დასრულდეს.

„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და Placemakers-ის პარტნიორობით, თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის კომპლექსი შეემატება. გამორჩეული მდებარეობა, არქიტექტურა და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურა პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის; მნიშვნელოვანია, რომ The Lake ბაზარზე ახალ ხედვასა და მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც თიბისისთვის პრიორიტეტულია. უძრავი ქონების სექტორი სწრაფად ვითარდება, რაშიც თიბისი აქტიურად მონაწილეობს - ბოლო 3 წელში ჩვენი პორტფელი 110%-ით გავზარდეთ; უძრავი ქონების დეველოპმენტში თიბისის დაფინანსება 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს და ბანკის წილი ბაზარზე 43%-ია“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

“ჩვენს გუნდს თიბისისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ Placemakers-ის პირველ პროექტს - The Lake - სწორედ ასეთი ძლიერი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით ვახორციელებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უძრავი ქონების ბაზარს ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ“,- ნოდარ ადეიშვილი, Placemakers-ის მმართველი პარტნიორი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა