ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად გერმანია პოლონეთში დამატებით ავიაგამანადგურებლებს აგზავნის

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად გერმანია პოლონეთში დამატებით ავიაგამანადგურებლებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt-ი გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, 4 დეკემბერს გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნორვენიხის ავიაბაზიდან რამდენიმე Eurofighter-ის თვითმფრინავი გაფრინდა და პოლონეთის სამხედრო ავიაბაზისკენ მიემართება. მედიის თანხად, ეს ნაბიჯი ბერლინმა ჯერ კიდევ ოქტომბრის შუა რიცხვებში დააანონსა.

თვითმფრინავებთან ერთად, გერმანიის შეიარაღებული ძალები აგზავნის დაახლოებით 150 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის, პილოტების გარდა, არიან ტექნიკური სპეციალისტები, ლოჯისტები, ობიექტების დარაჯები და სამხედრო პოლიციელები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების განლაგება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 2026 წლის მარტის ბოლომდე გაგრძელდება, რუსული ავიაგამანადგურებლებითა და დრონებით ნატოს საჰაერო სივრცის ბოლო დროის დარღვევებზე რეაქციაა.

“ამ მისიით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენი სწრაფი რეაგირების ესკადრილიასთან ერთად, რომელიც აგვისტოდან რუმინეთში დისლოცირდება, კიდევ ერთი ღირებული წვლილი შეაქვთ ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის დაცვაში”, - განაცხადა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ჰოლგერ ნოიმანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს