კირ სტარმერი „ნოვიჩოკთან“ დაკავშირებული გამოძიების დასკვნაზე - ვლადიერ პუტინისა და რუსეთის მხრიდან მუდმივად მომდინარე საფრთხის მიმართ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი „ნოვიჩოკთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის დასკვნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიება აჩვენებს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს.

„ანგარიში ნათელია: მორალური პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება და ეს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შოკისმომგვრელი და უგუნური მტრული საქმიანობის კიდევ ერთი დასტურია“, - აცხადებს სტარმერი.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო უმკაცრეს სანქციებს უწესებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ვაწესებთ უმკაცრეს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ეს ასევე ამყარებს იმას, თუ რატომ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე პუტინისა და რუსეთის მხრიდან მუდმივად მომდინარე საფრთხის მიმართ. ეს საფრთხე მხოლოდ უკრაინაში არ არის, ამ შემთხვევაში, ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენს მიწაზეცაა“, - აღნიშნა სტარმერმა.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული გამოძიების დასკვნის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მორალურად პასუხისმგებელია“ 2018 წელს “ნოვიჩოკით” მოწამვლის შედეგად დაუნ სტერჯესის გარდაცვალებაზე და რომ ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის წინააღმდეგ ნერვული აგენტის, „ნოვიჩოკის“ გამოყენება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო ნებადართული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება