მედია - ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს დრონები აედევნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ირლანდიაში ვიზიტის დროს, მის თვითმფრინავს უცნობი დრონები აედევნენ, თუმცა ამ ინციდენტს ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში, დმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მასპინძელი მხარე. მათი მონაცემებით, ასეთი დრონები მართლაც არსებობდა, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია“, - აღნიშნა ლიტვინმა.

ცნობისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაშვებამდე უცნობი დრონები აედევნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა და თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა. ამასთან, მოგვიანებით იგივე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში. მომხდართან დაკავშირებით, ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება